Skip to content
13/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ

მარშალ პრესი 13/08/2026
irakli kobakhidze10

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიპ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი რუსოფობიას ქართულ საზოგადოებაში მთავარ გამოწვევად და იმსახურებს თუ არა ეს თემა ხელისუფლებისგან ასეთ დიდ ყურადღებას, პრემიერმა უპასუხა, რომ საკითხი „საგანგებო ყურადღებას იმსახურებს“.

მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ჩართულია პოლიტიკური აქტივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.

„დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის “დიპ სტეიტის” ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი პოლიტიკური აქტივი- უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, ენჯეოების სახით და თქვენი სახით, მათ შორის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს “დიპ სტეიტი” ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.“- განუცხადა „ტვ პირველს“ ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს
Next: თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტილურ ტურბულენციაში დარჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.