Skip to content
12/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა

მარშალ პრესი 12/08/2026
irakli kobakhidze
მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიპ სტეიტის“ მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს.
„მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ; საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის – საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიპ სტეიტის“ მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს“, –  აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
Next: ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.