Skip to content
12/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს

მარშალ პრესი 12/08/2026
mikheil kavelashvili

„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს – გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, – საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა დიდგორის ბრძოლას საქართველოს ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის გამორჩეული გამოვლინება უწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ საფუძვლებზე, რომლებმაც 1121 წლის 12 აგვისტოს ისტორიული გამარჯვება შესაძლებელი გახადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითი სამხედრო წარმატება – ის ხანგრძლივი მზადების, შორსმჭვრეტელი დაგეგმარების, დისციპლინისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი იყო.

„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა პატივი მიაგო წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლაში მონაწილე გმირების ხსოვნას.

Post navigation

Previous: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას
Next: პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.