Skip to content
11/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა – ირაკლი კობახიძე ტვ პირველის ჟურნალისტს

მარშალ პრესი 11/08/2026
irakli kobakhidze22
საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით,  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, ავანტიურა გარე დაკვეთით ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ” .
„ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. ჩვენ ვადანაშაულებთ თქვენს პარტიას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტიას იმ ავანტიურაში, რაც ჩაიდინეს გარე დაკვეთით. საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს.
როდესაც თქვენმა პარტიამ მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მაშინ საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, თქვენმა რეჟიმმა. თქვენმა პარტიამ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს – თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები
Next: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.