Skip to content
11/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

მარშალ პრესი 11/08/2026
tamar chiburdanidze

„სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა.

ჩიბურდანიძემ ბარამიძის განცხადებებს, თითქოს რუს ტყვეებს ქართველები ხვრეტდნენ, მოღალატეობრივი უწოდა და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს ის, რომ ბრალდებები მან სწორედ ახლა გაახმოვანა, როცა შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ომის მძიმე დღეები გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივმა განცხადებამ კიდევ უფრო დაამძიმა, რომელსაც უმალვე მხარი აუბა ოკუპანტმა სახელმწიფომ და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ. ყველა ქმედება პოლიტიკაში შედეგით იზომება. 2008 წელს რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა და ეს მოხდა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად. ბარამიძემ კი, სწორედ ახლა, როდესაც შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის, კიდევ ერთხელ შეასრულა მოღალატეობრივი დაკვეთა და შუღლი ჩააგდო ჩვენს ეთნოსებს შორის, კვლავ ომისკენ აანთო აფხაზები და მიიღო კიდეც მათგან სასურველი უკუშედეგი.

ოპოზიციის პოლიტიკა შიდა კონფლიქტებში მხოლოდ ომზე გადის და მათთვის მიუღებელია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს და რაც მისაღებია აფხაზი და ოსი ერისთვის (არა დეფაქტო მმართველებისთვის). სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან.

ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი მათი მხარდამჭერები. და ვინ არიან ესენი? ისინი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს რუსეთში უმღეროდნენ, ლარსზე ღვინით ხელში ხვდებოდნენ, მთლიანი ქართული ეკონომიკა მიჰყიდეს და ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ აუცილებელი იყო მათთან ურთიერთობა? დიახ, აგვისტოს დღეებში მათ გაწირეს უპირველეს ყოვლისა, ქართველები და შემდეგ ოსები. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ შეეძლოთ ამ ომის თავიდან აცილება და არ გააკეთეს. ეს უკვე დიდი დანაშაულია!

ისტორია თავის სამართალს ყოველთვის აღადგენს და აგვისტოს ომის სამართალიც ამ პროცესშია. დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორიული სამართლის წინაშე ყველა უძლურია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი – მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
Next: ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.