Skip to content
10/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ბარამიძეს უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში – კობა ლიკლიკაძე

მარშალ პრესი 10/08/2026
koba liklikadze

გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 – 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.

მისივე თქმით, გამოძიების კითხვები ძირითადად 1992 – 1993 წლებში მომხდარ მოვლენებს ეხებოდა, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა.

„მე პირადად ბატონი გიორგი იქ არ მინახავს, მაგრამ ჩემი ამ პროცესის უშუალო მონაწილე კოლეგებისგან მსმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც ჩავწერე აფხაზი ტყვე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გაცვლის პროცესის დროს. მან ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან კარგად ეპყრობოდნენ ქართველები.

ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა, რომელსაც დიდხანს ელოდებოდნენ ვეტერანები.

როდესაც იმას იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ ქართველები და იქითა მხარე ანგელოზია, რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს“, – აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ.

სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა – ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.