Skip to content
10/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

მარშალ პრესი 10/08/2026
110

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 

სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში რეკრუტები დეტალურად შეისწავლიან საერთო საჯარისო წესდებებს და აითვისებენ სამხედრო საქმისთვის აუცილებელ ისეთ საბაზისო დისციპლინებს, როგორიცაა: კავშირგაბმულობა, ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო მომზადება. 8-კვირიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს განაგრძობენ.  

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში დარეგისტრირებული პირები ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. თბილისიდან ახალქალაქში რეკრუტების გადაყვანა ახალი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდა.

Post navigation

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2014 წელს დაკარგულ გურამ დადიანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.