Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“, რაც არის ერთადერთი გზა პოლარიზაციის შემცირებისკენ

მარშალ პრესი 08/07/2022
ირაკლი კობახიძე

რაც უფრო ძლიერია ხოლმე „ნაცმოძრაობა“, მით უფრო მეტი ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“, რაც არის ერთადერთი გზა პოლარიზაციის შემცირებისკენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“.

„რომ გაიხსენოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეტაპები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, როცა იყო ძლიერი „ნაცმოძრაობა“, მეტი პრობლემა ექმნებოდა ხალხს და სახელმწიფოს, მათ შორის, როცა ისინი იყვნენ ძალაუფლების ზენიტში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყველაზე მეტი რეკეტი, პატიმრების წამება და ა.შ. იყო სწორედ მაშინ. ოპოზიციაშიც, როდესაც მოძლიერდებიან ხოლმე, მაშინ ექმნება მეტი პრობლემა ქვეყანას, იგივე არეულობები და ა.შ. ანუ, პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულებაა „ნაცმოძრაობის“ ოდნავ მოღონიერებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს შორის. ეს არის ძალიან ცუდი მოცემულობა, რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა ქვეყნის განვითარებისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ არ არსებობდეს და ამის მაგივრად არსებობდეს მთლიანად ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“, რაც არის ერთადერთი გზა მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდა „ენჯეოს“ ლიდერი გამოდის და აბსოლუტურად ყველაფერზე აკეთებს კომენტარს ისე, რომ არც სადოქტორო დაუცავს, არაფერი გაუკეთებია
Next: ირაკლი კობახიძე: არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას, აქვთ საკუთარი მედია, ვგულისხმობ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.