Skip to content
10/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება – განათლების მინისტრის განმარტება

მარშალ პრესი 09/08/2026
givi mikanadze

თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, სკოლა მშობელთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომლის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.

„თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესების და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით“, – დასძინა მიქანაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.