Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ზუგდიდში შვილების თანდასწრებით ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

მარშალ პრესი 08/07/2022
ზუგდიდში

ზუგდიდში შვილების თანდასწრებით ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი დანით ხელში და მუქარებით ქალს მისდევდა, თუმცა სამართალდამცავებმა მამაკაცი ადგილზევე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა.

მამაკაცი ამჟამად გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, დაზარალებული ქალი კი დაკითხვაზე იმყოფება.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის პრობლემა იმიტომ, რომ მან დაამარცხა „ნაცმოძრაობა“, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დატოვა თამაშის წესები და მისი ფაქტორი ამ ყველაფერს დღემდე ამაგრებს
Next: ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდა „ენჯეოს“ ლიდერი გამოდის და აბსოლუტურად ყველაფერზე აკეთებს კომენტარს ისე, რომ არც სადოქტორო დაუცავს, არაფერი გაუკეთებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.