Skip to content
08/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე შარშანდელზე მაღალია

მარშალ პრესი 08/08/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

სრულად აღმოფხვრილია კორუფცია მაღალ დონეზე, ბუნებრივია, გაგრძელდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაბალ დონეზე, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში, საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პერსპექტივის ცვლილება სტაბილურიდან დადებითისკენ გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ქართულ ეკონომიკაში.

„პერსპექტივის ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურიდან დადებითისკენ, რაც ბუნებრივია გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკონომიკაში. წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის შარშანდელზე მაღალი. შარშან ჩვენ წელიწადი დავხურეთ 7,5%-ით, და პირველი ექვსი თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია კორუფცია, ბუნებრივია, გაგრძელდება ბრძოლა დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ. რაც შეეხება პოლიტიკურ ეშელონებს, მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი ეკონომიკური ტენდენციები აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზე
Next: ირაკლი კობახიძე – გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.