Skip to content
08/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

მარშალ პრესი 07/08/2026
KETEVAN SONIDZE - PROKURORI

მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა ნია მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება, – განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ, არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამისს, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა ნია მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდენს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”, – განაცხადა პროკურორმა.

სონიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

„მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გიგა ავალიანი 2025 წლის ოქტომბერში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

Post navigation

Previous: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
Next: 18 წელი აგვისტოს ომიდან – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.