Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას, აქვთ საკუთარი მედია, ვგულისხმობ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს

მარშალ პრესი 08/07/2022
ირაკლი კობახიძე1

არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, აფინანსებს პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას, აქვთ საკუთარი მედია, ვგულისხმობ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს. ისინი ფლობენ მედია საშულებებს აქვთ გავლენა პოლიტიკაზე, ფულს ხარჯავენ, დებენ ფულს მათ შორის არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ყოველთვის აქვთ რაღაც რესურსი, რომ გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა მოიპოვონ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“ განაცხადა. მისი თქმით, ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლოს ერთად აიღეს დაახლოებით, 40% – მდე, ეს არის სამწუხარო მოცემულობა რაც არ აძლევს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას. „საბოლოო ჯამში ორ პოლუსიანია ეს სისტემა, ყველაფერზე ვრცელდება ეს ყველაფერი, მათ შორის მედიაში არსებულ გარემოზე, შორის საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკაში ზოგადად არსებულ გარემოზე, ეს არის მოცემულობა. რატომ? იმიტომ რომ რესურსი არის ორ მხარეს, ერთი არის მმართველი პარია, რომელსაც აქვს რესურსი, მათ შორის ფინანსური, მეორე მხარეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, რომელიც ფლობს ასევე ფინანსურ რესურსებს. ეს არის ხალხისგან მოპარული ნაძარცვი, ნაყაჩაღარი, სისხლიანი ფული, რომელიც წაიღეს თავის დროზე ქვეყნიდან, სააკაშვილი, კეზერაშვილი და ა.შ. და ეს არის მედია საშულებები. ამ ორპოლუსიანობის პირობებში ჯანსაღ ძალებს აღარ ეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება, ახალი ოპოზიციური პარტიები, ძლიერი ოპოზიციური პარტიები სამწუხაროდ ვერ ჩნდება, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს მუდმივად ბრძოლა მეორე დანაშაულებრივ პოლუსთან, ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით. ეს არ არის მარტივი მოცემულობა, ერთადერთი რასაც ყოველთვის ვპირდებით საზოგადოებას და ვასრულებთ კიდეც, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მათ ვამარცხებთ არჩევნებში, არ ვაძლევთ ძალაუფლების და იმ უბედურების დაბრუნების საშულებას რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყანას აზიანებენ მაინც, იმ მუდმივი საბოტაჟით, რომელიც ხორციელდება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: 5%-იანი ბარიერის პირობებში შემდეგ არჩევნებზე დიდი ალბათობით ორი პარტია გადალახავს ბარიერს, ორი პარტია პარლამენტში არ არის კარგი მოცემულობა, წარმოიდგინეთ, ერთადერთი ოპოზიციური პარტია რომ ნაცმოძრაობაა, მართლა კატასტროფაა
Next: ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის პრობლემა იმიტომ, რომ მან დაამარცხა „ნაცმოძრაობა“, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დატოვა თამაშის წესები და მისი ფაქტორი ამ ყველაფერს დღემდე ამაგრებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.