Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ნია იმნაძეს 13 წლამდე, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მარშალ პრესი 06/08/2026
prokuratura

პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე  დაკავებულ არასრულწლოვანს, ნია იმნაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, რომელიც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხოლო აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მეორე არასრულწლოვანს, ანასტასია ბერუაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ცნობით, 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა.

“ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულია გიორგი მალანია და საქმე არსებითად იხილება სასამართლოში. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულია ანი ნასყიდაშვილი.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა, ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები
Next: სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.