Skip to content
07/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული

მარშალ პრესი 06/08/2026
irakli kobakhidze3
ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული, პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო, ტვირთბრუნვის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს.
„ეს მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკორდო ტვირთბრუნვის კუთხით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ბათუმის პორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ფოთის პორტი. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს ქართველი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს
Next: ირაკლი კობახიძე – სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა, ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.