Skip to content
05/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

მარშალ პრესი 05/08/2026
irakli kircxalia2

ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეგისტრის ამოქმედებას გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

„ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია, ამ აგენტურის რიტორიკით. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და უსტანდარტოების, როგორითაც ისინი გვიდგებიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს საუკეთესო საბჭოური გამოცდილებით“, – განაცხადა კირცხალიამ.

კანადაში უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა. მედიის ცნობით, ახალი რეესტრი ორი წლის წინ უცხოური გავლენის შესახებ მიღებული კანონის ფარგლებში ამოქმედდა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული
Next: გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში არის პროვოკაცია და ორგანულად ჯდება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის გეგმებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.