Skip to content
05/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – “ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა?

მარშალ პრესი 05/08/2026
irakli kircxalia

“ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით მათი ბრალეულობა არაერთხელ დადასტურდა.

“სტრასბურგის გადაწყვეტილებებს რომ დავუბრუნდეთ, გადახედეთ, ბოლო გადაწყვეტილებას, სადაც ჩვენი ხელისუფლების დროს ვასწორეთ წლების განმავლობაში და ღირსება დავუბრუნეთ მათივე მხრიდან ღირსებააყრილ ჩვენ ჯარისკაცებს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ეს იცის ყველამ. ისიც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თუ დავიწყებთ რუსეთთან საუბარს, ერთი პირობით – პირველი საკითხი უნდა იყოს დეოკუპაცია და დეოკუპაციის დაწყების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბროდ მზად.

როდესაც სტრასბურგს აგვისტოს ომთან მიმართებით მიხსენებ, ვინც მესიჯი მოგწერა ეს კითხვა დაუსვიო, უნდა უთხრა იმას, რომ ეს ჩვენთვის – “ნაციონალურ მოძრაობისთვის” წამგებიანი პოზიციაა და აღარ დამასმევინოთ ეს კითხვა-თქო. ყველამ უნდა ამობეჭდოთ ის რეზოლუცია, როგორ გაყიდეთ ჩვენი ქვეყანა, როგორ მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს. წლების განმავლობაში ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა, მათ შორის გადამალული საბრძოლო მასალის ნაწილების შესახებ, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო დამალული.

“ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პირადად ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ის ღალატი, რომელიც ამ უსამშობლოებმა სხვადასხვა ინსტიტუციაში გააფორმეს, ამას წერტილი დავუსვით და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ. და ჩვენ გვეუბნებით, რომ რუსეთზე [არ ვსაუბრობთ] რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? სირცხვილია ამ კითხვის დასმა. როგორ დადგა ეს შედეგები? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება? ყოველი წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ღალატობთ ქვეყანას. ყოველდღე და ყოველ წუთს ყიდის თქვენი პარტია სამშობლოს. 2008 წელს სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა. ფაქტია, მათ ხელში ქვეყანაში ოკუპანტი შემოვიდა და ჩვენი დების და ძმების სისხლი დაღვარეს. ამ ყველაფერს კი სათავეში კოლექტიური ნაცმოძრაობა ედგა“, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია მას შემდეგ გამოჩნდება, რაც აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად მოსცილდება პოლიტიკურ ველს
Next: დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.