Skip to content
05/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს, საქართველო მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად

მარშალ პრესი 05/08/2026
irakli kobakhidze

კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.

„ამ მედიკამენტს მაღალი ფასის გამო არ ყიდულობს მრავალი ისეთი ქვეყანაც კი, რომლის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა საქართველო არის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასე ვიტყოდი საკმაოდ თამამად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან. სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულებაა ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.
ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ახლაც გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება წარმატებით ეს პროცესიც.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ პროცესის აქტიურად წარმართვისთვის და წარმატებით დასრულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, პირველი ფაზა, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა
Next: ირაკლი კობახიძე – გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს, ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.