Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი: ახლა ენერგია უნდა მიიმართოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად

მარშალ პრესი 08/07/2022
კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ახლა ენერგია უნდა მიიმართოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად.

„ქართველ ხალხს სურს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც გულისხმობს დემოკრატიულ მომავალს. საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, დიდ პროგრესს მიაღწია ინსტიტუტების კუთხით. ახლა ენერგია უნდა მიიმართოს იმაზე, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს არა ზედაპირულად ან ერთი პარტიის მიერ, არამედ შინაარსიანად და ინკლუზიურად. დასაკარგი დრო აღარ არის. სამოქმედო გეგმა უკვე შედგენილია და ახლა საჭიროა მოქმედება, და არა სიტყვები. კანდიდატის სტატუსი გელოდებათ, ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო. ახლა ყველაზე მთავარია სამუშაოს დაწყება, იქნება ეს განსაზღვრული კანონმდებლობის მიღება თუ 12 რეკომენდაციის შესრულება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერი
Next: დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკი მოეწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.