Skip to content
02/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან

მარშალ პრესი 02/08/2026
irakli kobakhidze

სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში.

„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ზოგადად სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ამ მასშტაბის სიძულვილი და აგრესია, რასაც უნდა შევებრძოლოთ.

ასევე მინდა, ბატონ ჯო უილსონს შევახსენო ის, რომ ამერიკული წინა ადმინისტრაცია პიდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. მათ შორის, წინა ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩო და პირადად ელჩი იყო ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ სჭირდება სიძულვილი, სჭირდება პირიქით, ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი არის, რა თქმა უნდა, განვითარების შემაფერხებელი მოვლენა, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე იან კელის და დევიდ კრამერის განცხადებაზე -ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ
Next: ირაკლი კობახიძე – ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ეს არის ჩვენი ამოცანა და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ ნაბიჯებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.