Skip to content
02/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, ამ კუთხის მთავარი სიმდიდრე არის ადგილობრივი მოსახლეობა, მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას ზრუნვა არ მოაკლდება

მარშალ პრესი 02/08/2026
irakli kobakhidze10

გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თქმით, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით და ტრადიციებით.

„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში.

ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით. მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ოპერატიულად უპასუხოს შენიშვნებს და ამავე დროს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები დაიცვას ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციით და არა პოლიტიკური ესკალაციის გზით
Next: ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.