ეპიდსიტუაცია რთულია, მაისის პირველ ნახევარში შემთხვევათა კატასტროფული მატება თუ არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით

342
წაკითხვა/ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა, მაისის პირველ ნახევარში ვირუსის შემთხვევების დრამატული მატება თუ არ იქნება, იმედი აქვს, ვითარება ზაფხულისთვის გაუმჯობესდება.

ამასთან, იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ვაქცინაციაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება.

„საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველი ნახევარი თუ ისე განვლეთ, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი გვაქვს, შემდგომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები
მოწონება