Skip to content
01/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს

მარშალ პრესი 01/08/2026
02

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები.

“ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს. ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

ყველა ამ მიღწევაში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა როლი, რომელთა სათანადო დაფასება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სამუშაო პირობები, გავზარდეთ ანაზღაურება და განვამტკიცეთ სოციალური დაცვის გარანტიები სამსახურში, რაზე ზრუნვასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.

მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გეკა გელაძეს, სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს. თქვენი პატრიოტიზმი, ღირსება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და საქართველოს მთავრობის სახელით სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ!”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ეს რიტორიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც საკუთარ თავს „ლიბერალური ღირებულებების“ დამცველებად წარმოაჩენენ, მაგრამ მათ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ
Next: უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.