Skip to content
31/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ

მარშალ პრესი 31/07/2026
tina bokuchava

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოავლეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ მან ჟურნალისტებისგან ბევრი კითხვა მიიღო, თუ რატომ არ იმყოფებოდა პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე და სურდა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ წინმსწრებად ჰქონდა დაგეგმილი ქალაქიდან გასვლა, “ამის შესახებ ინფორმირებული იყო პარტიის გენერალური მდივანი და შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც დააორგანიზეს გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომა.”

“ოჯახთან ერთად, ერთი კვირით გასული ვარ ქალაქიდან, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს პოლიტიკური საბჭოს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები ჩემი აზრით, თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ,” – განაცხადა ბოკუჩავამ. პეტრე ცისკარიშვილმა, გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბოკუჩავას დალოდება შესაძლებელი არ იყო. “სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ამ კალენდარული მოცემულობიდან გამომდინარე ქალაქში არ იმყოფება, ზოგი დისტანციურად ჩაგვერთო. არ იყო შესაძლებელი, თინას დავლოდებოდით,” – განაცხადა ცისკარიშვილმა.

Post navigation

Previous: შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში – დავით ჩიხელიძე
Next: ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის პრაპარატ “ჯივინოსტატს” შეიძენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.