Skip to content
28/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია

მარშალ პრესი 28/07/2026
LIZA GEGECHKORI

უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესეიგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! – ამის შესახებ ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი, წერს სოციალურ ქსელში.

გეგეჭკორის განცხადებით, ოპოზიცია სწორედ იმიტომ გამოდის აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ, რომ მათთვის მისაღებია ეკლესიის, წინაპრებისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა, მათ პატრონებს სწორედ ის სურთ, რომ ქართული ღირებულებები შეიბღალოს, რაც საწინდარი გახდება ერის გადაგვარებისა.

„უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესეიგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მისთვის მიუღებელი და იმისთვის რომ ეს მიუღებლობა უბრალოდ მის აზრად არ დარჩეს, საზოგადოებას აცნობს გადაწყვეტილებას რომ აფუძნებს შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ჯერ ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! ანუ ადამიანმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვებიან ამ დროს აკაცუკები, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს? გამოდის რომ მათი აზრით შეიძლება ხომ ეკლესიის გინებაც, წინაპრების გინებაც, სარწმუნოების გინებაც? რომ გამოსულიყო და ეთქვა უცხოპლანეტელების გინება მაწუხებს და ამის გამო ორგანიზაციას ვქმნი და ვინც მათ შეაგინებს უპასუხოდ არ დავტოვებო, ხო არ გადაიჭრიდნენ ვენებს? არა, იმიტომ რომ მათ იდეოლოგიურ პატრონებს არ ადარდებთ ეგ საკითხი, აკაცუკთა პატრონებს ადარდებთ რომ რაც ღირებულია ქართველისთვის, სწორედ ის შეიბღალოს, ვინაიდან სწორედ ამით იწყება ერის გადაგვარება და ერის გადაგვარება უპირველესია სუვერენიტეტის დათმობის ამბავში. თუ ვინმეს მართლა სჯერა რომ ნაცებს სიტყვის თავისუფლება ადარდებთ? თუ ვინმე ხართ ასეთი გულუბრყვილო, აბა მათ ბელადზე თქვით რამე და ნახავთ როგორ ეცდებიან თქვენს გადაჯეგვას,“- წერს ლიზა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: თინა რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.