Skip to content
28/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს

მარშალ პრესი 28/07/2026
tamta megrelishvili

ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება,- წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით ახალი სახალხო მოძრაობა ეროვნული ფასეულობების დასაცავად დამატებითი ფარის ფუნქციას შეასრულებს.

“ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს.
ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი ის სათანადო ზომებს კანონის ფარგლებში მიიღებს.

კულტურული და ეროვნული ინტერესების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია რათა თვითმყოფადობა, ისტორიული მეხსიერება და სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ.
მავანთა მიმართ ამ ორგანიზაციის მიმართ გამოვლენილი უარყოფითი განწყობები მის საჭიროებას კიდევ უფრო ამტკიცებს.
კულტურული და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე რეაგირება აუცილებელია და ის მკაფიო პრინციპებთან ერთად საზოგადოების მაღალ ჩართულობას, ტრადიციების გააზრებასა და პატივისცემას მოითხოვს.

ახალი ორგანიზაცია ამ მიზნის მისაღწევად დაეფუძნება ღიაობას, კანონიერებასა და ხალხთან მჭიდრო კავშირს და ვფიქრობ კულტურული და ეროვნული ფასეულობების დასაცავად დამატებითი დამცავი ფარის ფუნქციას შეასრულებს.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას “შემაშფოთებელი” უწოდა “კაია კალასის” საუკეთესო ტრადიციებში
Next: ლადო სადღობელაშვილი: თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად, ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის გიორგი ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.