Skip to content
28/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ასეთ განცხადებებს მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა, თუ ისინი თანაბარ სტანდარტს დაეფუძნებოდა და არა შერჩევით მიდგომას. დემოკრატიის მთავარი ძალა ხომ არა ორმაგი სტანდარტი, არამედ თანმიმდევრულობაა

მარშალ პრესი 28/07/2026
nikoloz metreveli

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“.

მეტრეველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრინციპი დემოკრატიული და მისაღებია, თუმცა, ლოგიკურ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოს მიმართ სიტყვის თავისუფლების საკითხზე განსხვავებული მიდგომა იკვეთება.

„ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ „სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“. ეს პრინციპი, ერთი შეხედვით, მისაღები და დემოკრატიულია. მაგრამ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა, თუ რატომ არ ვხედავთ ამავე მიდგომას ყველა ქვეყანაში ერთნაირად?

როდესაც დასავლეთის ქვეყნებში კონტენტის შეზღუდვა, სოციალური ქსელების რეგულირება ან სხვა ზომები მიიღება, ეს ხშირად აიხსნება დეზინფორმაციასთან ბრძოლითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვით. საქართველოში კი მსგავსი საკითხების განხილვაც კი ხშირად სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ფასდება.
სიტყვის თავისუფლება მართლაც უნივერსალური ღირებულებაა, თუმცა მისი დაცვა და შეფასებაც უნივერსალური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი და იგივე პრინციპი სხვადასხვა ქვეყნის მიმართ განსხვავებული სტანდარტით გამოიყენება.

სწორედ ამიტომ, ასეთ განცხადებებს მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა, თუ ისინი თანაბარ სტანდარტს დაეფუძნებოდა და არა შერჩევით მიდგომას. დემოკრატიის მთავარი ძალა ხომ არა ორმაგი სტანდარტი, არამედ თანმიმდევრულობაა.“ – წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს
Next: დავით ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.