Skip to content
27/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია

მარშალ პრესი 27/07/2026
irakli kobakhidze

 იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას – გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში  მშვიდობა და სტაბილურობა რჩება მნიშვნელოვან ფასეულობად.

 „ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის.

თქვენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავს აღნიშნავთ და დღევანდელი საღამო იძლევა შესაძლებლობას, აღვნიშნოთ თავდაცვის ძალების როლი და მნიშვნელობა  ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

 ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში  მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად. პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს არსებითი წვლილი შეაქვს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქვეყნებს აძლევს მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებას. იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას – გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.