Skip to content
27/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მერაბ მეტრეველმა საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 27/07/2026
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუკ-სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსებობს “გენდერი” და მით უმეტესს “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები” – მზად არიან ვექილობა გაუწიონ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში.“

მისი თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ტრადიციული ოჯახის, დედისა და მამის ინსტიტუტის დაცვაზე საუბრობენ, კრიტიკა მიუღებელია, მაშინ როდესაც, მზად არიან, მხარდაჭერა გამოუცხადონ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც „გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების“ თემას ეხება.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი პროცესები თავდაპირველად „უწყინარი“ გზებით იწყება, შემდეგ კი ბავშვების აღზრდასა და მათი არჩევანის ფორმირებაზე გადადის. მისი განცხადებით, აღნიშნული მიდგომები შესაძლოა მომავალში ოჯახისა და ქორწინების საკითხებზეც გავრცელდეს.

„ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსებობს “გენდერი” და მით უმეტესს “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები” – მზად არიან ვექილობა გაუწიონ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში. ოღონდ ორმაგი დანიშნულებით გაუწიონ: ჯერ პოტენციურ სპონსორს მიანიშნონ – როგორი საჭირო მხარდამჭერი ჰყავთ “ბნელ” საქართველოში, და უკვე ღია მინიშნებით – რომ “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები” შეიძლება ქართულ ოჯახებშიც იზრდებოდნენ და მათ “ნებაყოფლობით” არჩევანს ხელი არ უნდა შეეშალოთ.

ჯერ ხომ ყველაფერი “უწყინარი” სათამაშოებით იწყება, მერე “გენდერულად სწორი” მიმართულებით აღზრდაში დაეხმარებიან, ბოლოს დაქორწინების “გენდერულად” მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ – სულ “ეს არის და ეს”. იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში – რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე “გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების” თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში…“ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას
Next: ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში მარტოა! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.