Skip to content
25/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე, რომ სანქციებში არ შეეტანათ, ეს აჩვენებს ბრიუსელში დაბუდებულ ფარისევლობას

მარშალ პრესი 25/07/2026
shalva papuashvili

მგონი, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ყულევში, არც პორტში და არც ქარხანაში, არანაირად არ ხდებოდა სანქციების დარღვევა, ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია დაირღვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ბრიუსელშია დაბუდებული.

„სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე, რომ ზოგიერთ ძალებს სურდათ, შეეზღუდათ საქართველოში არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა, თუმცა ისე შეეზღუდათ, რომ სანქციებში არ შეეტანათ. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რითაც კონკრეტულად ეს საწარმო იყო დაკავებული და გადამუშავებას ახდენდა, მათ შორის ნავთობპროდუქტების. ჩვენ თავის დროზე ამას ვეუბნებოდით, რომ რაიმეს შეზღუდვა თუკი გინდათ, შეიყვანეთ სანქციებში, თქვით, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია, არის სანქცირებული და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდეს. არა. რას გვეუბნებოდნენ, ბრიტანეთის ელჩი, მათ შორის ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ კარდაკარ და გვეუბნებოდნენ – არა, ჩვენ სანქციებს არ დავაწესებთ, მაგრამ თქვენ აიძულეთ ბიზნესმენები, არ შემოიტანონ ნავთობი. არ აწესებენ, რადგან თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს. ჩვენ ვუთხარით, რომ შეუძლებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონით დაშვებული საქმიანობა აუკრძალო ბიზნესს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკანონო ზეწოლა განვახორციელოთ ბიზნესზე. ვუთხარით, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არ გააკეთებს, ეს არ არის სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც რასაც უნდოდათ ეტყოდნენ და აკეთებინებდნენ გარედან. რომ ნახე, სახელმწიფო არა პირებს, უკანონოდ შეზღუდოს ბიზნესი, არასამართლებრივი გზებით მოახდინოს ზეწოლა, თავად მოახდინეს ეს ზეწოლა. იცით, რომ პირდაპირ აქვთ კომუნიკაცია ამ ბიზნესთან. საბოლოო ჯამში, თვითონ ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რუსულ ნავთობს ჩაანაცვლებენ, ეს მათი ბიზნესგადაწყვეტილებაა. ფაქტია, საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ კონსტიტუციის და კანონის დარღვევით არ ჩაერევა ბიზნესში, ბრიუსელს ამის მორალური პრობლემა არ აქვს, რომ კანონების დარღვევით ჩაერიოს ბიზნესში. თან ვერაფერს ეუბნებიან ამ საწარმოს, იმიტომაც არის ასეთი გაუგებარი. პირველად არის ასეთი შემთხვევა, რომ „არც მიწის არის და არც ცისა“, „ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდების“ აქციაა ისეთი, რომ თან არის და თან არ არის. რაიმე თუ დარღვეულია, ჩაწერდნენ სანქციებში, არავის მოერიდებოდნენ, ისე დაასანქცირებდნენ. ეს არის იმ მოლაპარაკების შედეგი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ საწარმოსთან აქვთ, თქვეს, რომ კომუნიკაცია აქვთ მათთან. შესაბამისად, საწარმომ ისედაც განაცხადა, რომ აგვისტოდან აღარ აპირებს, რუსული ნავთობი გადაამუშაოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, საქართველოში არ მოხდეს სანქციების გვერდი ავლა და ბრიუსელი მზად არის, სანქციების დაწესების ნაცვლად, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე.

„საზოგადოებას შევახსენებ ერთ ციფრს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტ ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. ეს თავად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ საბჭოზე შეხვედრის დროს წარმოადგინა, 300 მილიარდი აქვს ევროკავშირს რუსეთისთვის გადახდილი, მათ შორის 200 მილიარდი ნავთობისა და გაზისთვის, მაშინ როდესაც 200 მილიარდი იყო უკრაინისთვის. ევროკავშირში დღემდე გაზის 12 პროცენტი არის რუსეთიდან იმპორტირებული. ამ ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. 56 მილიარდი აქვთ ვაჭრობა რუსეთთან და ჩვენ გვედავებიან რაღაცებს. კიდევ ერთხელ, მათ შორის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, სანქციების გვერდი ავლა არ მოხდეს საქართველოში და დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის, უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე, ნაცვლად იმისა, რომ დააწესოს სანქციები და ყველას ექნება თანაბარი პირობები. ეს არ უნდათ. უნდათ, თვითონ ყიდულობდნენ გაზსა და ნავთობს და ერთ საწარმოს, რომელსაც, რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს, წამროგიდგენიათ, მათ უნდა შეედავონ. აქ არანაირი გართულებები არ იქნება, საწარმომ განაცხადა, რომ აპირებს, გადავიდეს სხვა ქვეყნიდან მიღებულ ნავთობზე, მაგრამ საქართველომ კიდევ ერთხელ დაინახა, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ იყო უკანონო ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე, კანონის დარღვევით მომხდარიყო ბიზნესზე ზეწოლა, ნაცვლად იმისა, დაეწესებინათ სანქცია და აღსრულდებოდა. ეთქვათ, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალულია და აღსრულდებოდა ეს ყველაფერი ისე, რომ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ არ უნდათ, თვითონ დაიკლონ და უნდათ, სხვამ დაიკლოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ამინდი გაუარესდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.