Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას

მარშალ პრესი 23/07/2026
irakli kobakhidze

ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატრვირთვა.

„ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან, უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახალხო მანდატი, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი სახალხო მანდატი არ აქვთ, ვერ შექმნიან მომავალში ქართულ პოლიტიკას, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი
Next: ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.