Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება

მარშალ პრესი 23/07/2026
irakli kobakhidze

სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.

„ვასრულებთ ვიზიტს სინგაპურში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე, გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები.

დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორნების გატარების დროს. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ვიღაც გაურკვეველი სქესის აქტივისტები, უზრდელი მაწყევარი ქალები კომენტარებში დაეთრევიან და საზოგადოების უმრავლეობას ლანძღავენ და აგინებენ
Next: ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია, გახდეს ჰაბი, ყველა თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.