Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე გიორგი სიორიძეს: საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას

მარშალ პრესი 23/07/2026
davit chikhelidze

გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტი გიორგი სიორიძეს საჯარო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოება მისგან მკვლელობის ფაქტის მკაფიო დაგმობას ელოდება.

ჩიხელიძის შეფასებით, მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მკვლელის გამართლების ან მისგან დისტანცირების და თავის არიდების საფუძველი. „გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა.

ბატონო გიორგი, საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას სწორედ მეგობრებისა და ახლობლების დუმილი აძლიერებს დაუსჯელობის განცდას და ახალისებს კრიმინალს. მკვლელობასთან მიმართებით ნეიტრალიტეტი არ არსებობს. ასეთ დროს დუმილი საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც მორალური თანხმობა. მეგობრობა, ნათესაობა თუ სხვა პირადი ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მკვლელის გამართლების ან მისგან დისტანცირების და თავის არიდების საფუძველი.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ
Next: ვიღაც გაურკვეველი სქესის აქტივისტები, უზრდელი მაწყევარი ქალები კომენტარებში დაეთრევიან და საზოგადოების უმრავლეობას ლანძღავენ და აგინებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.