Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ვერაზე სროლის დროს დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა

მარშალ პრესი 23/07/2026
shss

ვერაზე მომხდარი სროლისას დაჭრილი  4 ადამიანიდან, ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულია ბრალდებული, რომელმაც პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. 

ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ფიშერმა ყველას შეურაცხყოფა მიაყენა
Next: თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.