Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძზე: უნიჭო პარაზიტი – ეს კეკელა ვერ ხვდება, რომ მათი საქციელი არაფრით განსხვავდება ქოცების საქციელისგან

მარშალ პრესი 22/07/2026
tamar chergoleishvili

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას მის შესახებ, რომ ის „სინქრონულად ეთამაშება ივანიშვილის სურვილებს“ სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეკა კვესიტაძე „საკუთარ სასოწარკვეთილებას ავლენს“ და ცდილობს, რომ აღნიშნული ამბიდან პირადი სარგებელი მიიღოს.

მისივე თქმით, კვესიტაძის ქცევა არაფრით განსხვავდება მმართველი პარტიის გუნდის წარმომადგენლების ქმედებებისგან.

„ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება აი ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს, ეგებ ბიძინას სიშლეგეს რამე სათავისოდ გამოსტყუოს
უნიჭო პარაზიტი.

ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ მე ჩემთვის საძულველი ფიგურების, ჩემი მტრების მიმართაც ზუსტად ისე ვიცავ წესებს და პროფესიულ ვალდებულებებს, როგორც მათ მიმართ, ვისაც პატივს ვცემ – ესაა ჩემი უპირატესობა და ეს მანიჭებს ძალას მათნაირ ჭიაღუებთან.

ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ არაფრით განსხვავდება მათი საქციელი ქოცების საქციელისგან – მათ ჩემი დაჭერა არ შეუძლიათ, იმის გამო რომ სუნიან ჯაგებად ვთვლი და არ ვმალავ, თორემ რაც შეეძლოთ, ქნეს – საჯარო ინტერესების და პროფესიული ვალდებულებების სრული იგნორირებით, მათ მაყურებელს ჩემთან წვდომა შეუზღუდეს!
მოკლედ, ერთად გადაშენდებიან ესენი და ქოცები. რადგან ზუსტად ერთნაირები არიან.“- წერს ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: გეუბნებით უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ ამ ქვეყანას და მის კანონებს პატივი სცეთ-მეთქი – ლიზა გეგეჭკორი
Next: პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახემწიფო მოხელეების მიმართ, ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია – 14 დღე ცოტაა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.