Skip to content
23/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 22/07/2026
505

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე, როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს
Next: ირაკლი კობახიძე – პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.