საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
“ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს უდიდესი პატივისცემით ვულოცავ 90 წლის იუბილეს! უნიკალური ხმით, შესრულების განუმეორებელი მანერითა და გამორჩეული სცენური არტისტიზმით, ნანი ბრეგვაძე ქართული კულტურის ლეგენდად იქცა. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნანის!,”- აღნიშნულია მთავრობის მეთაურის მილოცვაში.
