სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნატანების ბაღში მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.
სოფელ ნატანების ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად გათვალისწინებულია სველი წერტილების, რეკრეაციული ზონების, ეზოსა და სათამაშო მოედნების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
