კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. მეფე ჩარლზ III-მ მისი გადადგომა მიიღო. მეფესთან ვიზიტამდე სტარმერი უკანასკნელად გამოვიდა სიტყვით ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციასთან.
„ჩემი სამუშაო შესრულებულია. 6,5 წლის განმავლობაში ჩვენი [ლეიბორისტული] პარტია 2019 წლის ისტორიული მარცხიდან გამოვიყვანე და ისე შევცვალე, რომ პასუხობდეს ქვეყნის ინტერესებს და მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში“, – განაცხადა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კი ენდი ბერნემი გახდა. სტარმერის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-მ მასაც უმასპინძლა.
„მისმა უდიდებულესობამ მიიღო პარლამენტის წევრი ენდრიუ ბერნემი და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება სთხოვა. ბერნემმა მიიღო მეფის წინადადება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნის ნიშნად მონარქს ხელი ეამბორა“, – აღნიშნულია სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
