Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: წააგეს არჩევნები და რას აანონსებენ, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში

მარშალ პრესი 02/04/2022
მიხეილ სარჯველაძე

წააგეს არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და აანონსებენ რას, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნების გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

სარჯველაძემ არასერიოზული უწოდა „ნაცმოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გაზაფხულისთვის ხელისუფლების შეცვლისა და კოალიციური მთავრობით ჩანაცვლების შესახებ.

„გახსოვთ ალბათ რიტორიკა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში შემოდიოდა, ამბობდნენ, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაფრის ინდიკატორი, ძალიან მაღლა ასწიეს ამ არჩევნების მნიშვნელობის თამასა, ახლა როდესაც დამარცხდნენ, ამბობენ, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონია და შემდგომი ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი. წააგეს არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა ძალიან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა და აანონსებენ რას, ერთადერთ ანონსად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ძალმომრეობითი მეთოდები აქვთ ჩანაფიქრში, თორემ არჩევნების გზით ეს ხალხი ვერ იმარჯვებს. არ ვიცი, რას აანონსებენ და საზოგადოების მხრიდან რომელ მხარდაჭერაზე საუბრობენ, როდესაც სამართლიანად, მშვიდ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგი არის ისეთი, როგორიც არის“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცესკომ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარი პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მოიპოვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ კი – 69%.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე-ენმ-ს: ხომ ხედავთ არ უნდიხართ ადამიანებს! არ უნდათ თქვენი ომის პოლიტიკა! არ უნდათ თქვენი მოღალატური პოლიტიკა! ამიტომაც ბოლოს და ბოლოს შეიგნეთ, არ გეღირსებათ მოგება
Next: გია აბაშიძე: ყოველთვის იმარჯვებს ის პარტია, რომელიც ელექტორატის მზრუნველობითაა დაკავებული და არა იაფფასიანი პოპულიზმითა და დესტრუქციით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.