ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით სოფელ ნაგომარში საცხენოსნო ტურნირი „ოზურგეთის თასი 2026“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთო საპრიზო ფონდმა 22 000 ლარი შეადგინა და გამარჯვებულები ოთხი საცხენოსნო გარბენის 12 საპრიზო ადგილზე გამოვლინდნენ.
