Skip to content
18/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარშალ პრესი 18/07/2026
05

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, გრიგოლ გიორგაძემ პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე წარმატებულ  სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

საერთო საჯარისო ცენტრი 2016 წელს „ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალებისთვის ძირითადი სამხედრო სპეციალობების მიხედვით უმცროს ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება, ტაქტიკური დონის დოქტრინებისა და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება, თავდაცვის ძალებში ახალი შესაძლებლობების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და სამხედრო სწავლებების შეფასების პროცესის მხარდაჭერა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე
Next: პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.