Skip to content
18/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს

მარშალ პრესი 18/07/2026
irakli kobakhidze1

ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი – დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი.

„ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება. ისინი არიან სუსტად და ამ სისუსტის ფონზე, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს და მთავარი სიმპტომი არის დაპირისპირება ერთმანეთში. მეორე ახსნა არის ის, რომ ეს არის აგენტურა და აგენტები ცდილობენ სხვა აგენტზე მეტად მოაწონონ საკუთარ პატრონებს. ორი ძირითადი ახსნა აქვს ამ ყველაფერს – ერთი რომ სისუსტე ოპოზიციის და ეს არის ამ ავადმყოფობის ერთ-ერთი სიმპტომი, და მეორე პატრონების წინაშე თავის მოწონების მცდელობა.

რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ვიდრე აგენტურა არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, თუნდაც ფორმალურად, მანამდე ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.