Skip to content
18/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილზე – მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს არის ის, რომ ბოლომდე დაკარგულია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან მაინცდამაინც საინტერესო არ არის, სამედიცინო გადმოსახედიდან შეიძლება იყოს საინტერესო

მარშალ პრესი 17/07/2026
irakli kobakhidze
სააკაშვილი საერთოდ დაკარგული ფიგურაა და ამის გამოხატულებაა მისი ყველა  ქმედება, ის ხედავს, რომ ფიგურად აღარ აღიქმება არც ოპოზიციაში, არც საკუთარ პარტიაში, პარტიის წევრების უმრავლესობის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს, რომ დარჩენილი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს, თუმცა არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ პოლიტიკურ ძალაშიც დაკარგა ფიგურის სტატუსი.
“მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს, მათ შორის საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, არის ის, რომ ის ბოლომდე დაკარგულია როგორც პოლიტიკური ფიგურა. არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ ძალაშიც კი, პოლიტიკურ ძალაშიც კი, დაკარგა რეალურად ფიგურის სტატუსი. საინტერესო არ არის მაინცდამაინც ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან. სამედიცინო გადმოსახედიდან შეიძლება იყოს საინტერესო,”- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე – ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება
Next: დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.