Skip to content
16/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – განვაგრძობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი, საქართველო და თურქმენეთი იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში

მარშალ პრესი 16/07/2026
irakli kobakhidze10

საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორები არ არიან, ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ხიდებს ევროპასა და აზიას შორის და იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში, სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის“ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპულ ბაზრებს, აზიის ქვეყნებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. ხოლო თურქმენეთი, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მზარდი საექსპორტო შესაძლებლობებით.

სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის“ განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს გლობალურ მნიშვნელობას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაადგილებისთვის.

საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: დეზინფორმაციაა, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ
Next: ირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.