Skip to content
16/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება – პრემიერი

მარშალ პრესი 16/07/2026
irakli kobakhidze new

ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “თეგეტა მოტორსის” რეგიონული ჰაბის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. „მიხარია, რომ დღეს ამ შთამბეჭდავ კომპლექსში ვიმყოფები.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და, რა თქმა უნდა, ასეთი შთამბეჭდავი, მასშტაბური და საინტერესო ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის
ინვესტიციაა მასში განხორციელებული და ასეთი მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდასახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს და კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, როგორსაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ.

ჩვენ გვიხარია, რომ ბიზნესი დღეს თავად აწესებს განვითარების ახალ, უმაღლეს თამასას და ამ კუთხით „თეგეტა ჰოლდინგი“ არის ნამდვილად გამორჩეული. დასაფასებელია ასევე კომპანიის მიდგომა გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოებისადმი. სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტები აჩვენებს, რომ ჩვენი ლოგისტიკური დერეფანი არამხოლოდ სწრაფი და ეფექტური, არამედ ცივილიზებული და მდგრადიც არის. სახელმწიფოსთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა არის პრიორიტეტი,
რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, ბატონ თემურს, მადლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ეს ბიზნესინიციატივა ძალიან დიდი წარმატებით შედგა და განხორციელდა. მსგავსი მასშტაბური პროექტები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციას გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა
Next: თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.