Skip to content
15/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!

მარშალ პრესი 15/07/2026
zurab kadagidze2

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება. ქადაგიძის სიტყვებით, ეს ძალები ადამიანების სიცოცხლეს მატერიალური სარგებლით ზომავენ, ხოლო განადგურებულ უკრაინასა და მის ერს ტრილიონიან შესაძლებლობად ფუთავენ. ქადაგიძე იხსენებს საქართველოში 2008 წელს მიმდინარე მოვლენებსაც: „წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა. მაშინ ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს“ – წერს ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა და სუვერენიტეტი უალტერნატივო წითელი ხაზია და ის, ვინც ომით ვაჭრობს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს. „გვარამიას განცხადება არ არის უბრალო პოლიტიკური უგუნურება — ეს არის საზოგადოებრივი მორალის ფსკერი და იმ “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივი აგენტურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანების სიცოცხლეს მხოლოდ მატერიალური სარგებლით ზომავს. მათი პოლიტიკური გენეზისი უცვლელია: 2008 წელს, როდესაც წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა, ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი.

დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს, დანგრეულ ქალაქებსა და მიწასთან გასწორებულ დემოგრაფიას „ტრილიონიან შესაძლებლობად“ გვიფუთავენ. ხაზგასმით და უაპელაციოდ უნდა ითქვას: 1) პოლიტიკური მაროდიორობა: უკრაინის ომის შემდგომ „ტრილიონებზე“ ნერწყვის დენა, მაშინ როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, არის პოლიტიკური ნეკროფილია. განცხადების ავტორი ღიად წუხს არა იმაზე, რომ ომი ანგრევს რეგიონს, არამედ იმაზე, რომ საქართველო ამ სისხლიან ნადავლს ვერ მისწვდება. 2) ომში ჩათრევის აღიარებული მოტივი: ამ სიტყვებით საბოლოოდ გაიხსნა კარტები, მათთვის მშვიდობა დანაკარგია, ხოლო ომი – ბიზნესპროექტი.

საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან: უნდა ვომობდეთ, რომ მერე აღდგენის ფული მივიღოთ… ეს არის საკუთარი მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად გაწირვის მზაობა უცხოური გრანტებისა და ტრანშების სანაცვლოდ. 3) უსამშობლოების კომპლექსი: მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მოძულე სუბიექტს შეუძლია მშვიდობიანი, მზარდი ეკონომიკის მქონე საქართველო დაამციროს იმის გამო, რომ აქ ბომბები არ ცვივა და შესაბამისად, ნანგრევების აღსადგენად “ტრილიონებს” არავინ გვირიცხავს. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს! საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე არცერთ ვალუტებში არ იზომება. მშვიდობა და სუვერენიტეტი ჩვენი უალტერნატივო წითელი ხაზია, ხოლო ომით მოვაჭრეების ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება
Next: გიორგი გამსახურდია გვარამიას განცხადებაზე: სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის პირველი და უმთავრესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.