Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა

მარშალ პრესი 14/07/2026
irakli rukhadze4

ბადრი პატარკაციშვილი  აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში “საქართველოს დაბადება” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას დიდი ენერგია და რესურსები დაახარჯა, თუმცა, ბოლომდე ვერ მიიყვანა.

” სხვათაშორის, მე სულ ვეკამათებოდი.

არ ვიცი, არგუმენტები რა ჰქონდა, მაგრამ უამრავი ფული დახარჯა, რომ გამოეძიებინა ეს ამბავი, დაცვებზე, ამაზე იმაზე, სულ ეძებდა ამ ისტორიას, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკური მტერი გახდა. ბადრიმ ძალიან დიდი ენერგია და რესურსები დახარჯა ამ ყველაფერზე, ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვერ მივიდა იქამდე, რომ ხელმოსაკიდი რაღაც ჰქონოდა, მაგრამ ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამაში,” – განაცხადა რუხაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად
Next: თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.