Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, არის იმ კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში, ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

მარშალ პრესი 13/07/2026
irakli kobakhidze

რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, წერილობით მიმართეს მათ ქართულ მხარეს 2024 წლის ივნისში და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან.

„რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ ვინ შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი 2024 წლის ივნისში. წერილობით მიმართეს ქართულ მხარეს და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ამას წინ უძღოდა რევოლუციის არაერთი მცდელობა. 2022 წლის ივნისში პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები რევოლუციის მცდელობაში; შემდეგ 2023 წლის გაზაფხული – აქაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები და ორგანიზაციები ამ მცდელობაში; შემდეგ ეს იყო 2024 წლის გაზაფხული, 2024 წლის ბოლო და ბოლოს 2025 წლის შემოდგომა, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ აქციას, რომლის სათაური იყო – „დამხობა“. აი, ეს არის რეალური მიზეზები, რატომაც პოლიტიკური დიალოგი არის შეჩერებული და თან საინტერესო ის არის, რომ მიზეზი მათ შექმნეს და პოლიტიკური დიალოგიც მათ შეაჩერეს 2024 წლის ივნისში. ამას ხედავს საზოგადოება და სწორედ ამის გამოა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის ინტერესების შესაბამისად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან
Next: პრემიერი – ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.