Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

მარშალ პრესი 13/07/2026
5005

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

შეფასების 10-ბალიანი სისტემით საქართველომ 9,66 ქულა მიიღო, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა.

კვლევის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე საქართველო, მესამე ადგილზე კი – საუდის არაბეთი. რაც შეხება ევროპის ქვეყნებს, დადებითი შეფასებით, ნორვეგიისა და საქართველოს შემდეგ შვეიცარია გამოირჩევა. ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროპაში ბოლო ადგილზე უკრაინაა. რეიტინგში მოლდოვა ერთი ადგილით ჩამორჩება რუსეთს, რომელიც თავის მხრივ ჩამორჩება ბელარუსს.

კვლევის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მაჩვენებლები ცალკე შეჯამდა. ირკვევა, რომ ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროკავშირი ჩამორჩება ვენესუელას, გვატემალას და ელ სალვადორის დონეს, მაგრამ მცირედით უსწრებს დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს, რომელიც თავის მხრივ ვიეტნამს და კოსტა რიკას ჩამორჩება.

ეკონომიკური კრიზისებისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თემატურ მონაცემებს სამთავრობო ვალის, მოსახლეობის და კერძო სექტორის ფინანსურის სტაბილურობის ინდიკატორების შერჩეული პარამეტრების ანალიზს.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი განმარტების მიხედვით, ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახურის ნორმანდიის ანგარიში იყენებს მიდგომას, რომელიც მორგებულია ევროკავშირის ქმედებებზე. იგი განსაზღვრავს კონფლიქტს და სრულყოფილ მშვიდობასა და სრულ ომს შორის მრავალრიცხოვან ეტაპებს, როგორც ფაქტორების პროდუქტს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ მის საგარეო მოქმედების სტრატეგიაში გამოვლენილ მთავარ საფრთხეებთან. ანგარიში აერთიანებს გეოპოლიტიკურ მაჩვენებლებს ეკონომიკურ და სოციალურ მონაცემებთან.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს
Next: გიორგი ბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.